Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის — Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე
Қосымшада ыңғайлырақҚосымшаны жүктеуге арналған QRRuStore · Samsung Galaxy Store
Huawei AppGallery · Xiaomi GetApps

автордың кітабын онлайн тегін оқу  Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის — Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი

Ⴕართული ლექსიკონი

Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის — Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

Шрифты предоставлены компанией «ПараТайп»

Редактор Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

© Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი, 2018

Ⴌიკო Ⴙუბინაშვილის„Ⴕართული ლექსიკონის» წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს თანამედროვე მკითხველისათვის დაპტირებულ ვერსიას. Ⴍრიგინალურ ტექსტიდან ამოღებულია შემოკლებანი, ციტირებული ლიტერატურული წყაროები, უცხოური (ბერძნული, თურქული, სპარსული, სომხური) სიტყვები, სიტყვების თარგმანი რუსულ ენაზე. Ⴀსო ჶ გადატინილია ფ-ში.

Ⴒექსტი გამართულია ასომთავრულებით, რომლებითაც იწყება ახალი წინადაბების პირველი სიტყვა და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები.

12+

ISBN 978-5-4490-2045-1

Создано в интеллектуальной издательской системе Ridero

Оглавление

  1. Ⴕართული ლექსიკონი
  2. Ⴜინასიტყვაობა
  3. Ⴕართული ლექსიკონი
  4. Ⴑიტყვების რაოდენობა

Ⴜინასიტყვაობა

Ⴌიკო Ⴙუბინაშვილის «Ⴕართული ლექსიკონი» შედგენილია 1812—1825 წწ. Ⴂამოიცა ბეჭდური სახით კი მხოლოდ ერთხელ 1961 წელს.

Ⴜინამდებარე გამოცემა წარმოადგენს თანამედროვე მკითხველისათვის ადაპტირებულ ვერსიას. Ⴍრიგინალურ ტექსტიდან ამო­ღებულია შე­მოკ­ლებანი, ცი­ტი­რე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წყა­რო­ე­ბი, უცხოური (ბერძნული, თურ­ქუ­ლი, სპარ­სუ­ლი, სომ­ხუ­რი) სიტ­ყვები, სი­ტ­ყვების თარგმანი რუსულ ენაზე. Ⴑიტყვები, რომლებიც იწყება ხელოვნურად გამოგონილ და ქარ­თულ ან­ბანში არ არ­სე­ბულ ასოთი (), გადატანილია შე­სა­ფერის თავ­ში:  — -ში.

Ⴀსეთი წმენდის შედეგად გამოვიდა თანამედროვე და ად­ვი­ლად სა­კით­ხა­ვი ტექ­ს­ტი. Ⴎირველი შეხედვით ძნელი და­სა­ჯე­რე­ბე­ლიც კია, რომ ეს ლექ­სი­კონი შედ­გე­ნი­ლია ორასი წლის წინ.

Ⴀმ გამოცემის მთავარი თავისებურება კი მდგომარებს იმაში, რომ ტექს­ტი აწ­ყო­ბილია ასო­მთავრულით. Ⴀსომთავრულები ნახმარია ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი და­ნიშ­ნულებით, ე. ი., მა­თი იწყება ახალი წი­ნა­და­ბების პირველი სიტ­ყ­ვა და აგ­რეთ­ვე პირადი და საკუთარი სა­ხე­ლე­ბი. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და ფართოდ იყო ხმარებაში ქარ­თუ­ლშიც მე–19 ს. მეორე ნახევრამდე.

1866 წელს დაარსებულმა გაზეთმა «Ⴃროებამ» განიზრახა გა­ეტა­რებინა მთავრული ასოების ხმარების ორთოგრაფიული წესი. Ⴋაგ­რამ, მთა­ვ­რუ­ლე­ბად გამოიყენეს ოთხხაზოვანი მხედრული ასო­ე­ბის­გან ხელოვნურად შექმნი­ლი ორხაზოვანი ასოები. Ⴘედეგად, მხედ­რულმა ასოებმა მიიღეს არაბუნებ­რივი, დამახინჯებული სახე.

«Ⴃროების» ამ აქტმა თავის მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ამ ახლად გაკეთე­ბული ასოების ხმარება სათაურებში და ტიტულებში კი იყო შესაძლებელი, მაგ­რამ მათი ხმარება შიგ ტექსტში იყო შეუძლებელი, ვინაიდან ოთ­ხ­ხა­ზო­ვანი და ორხაზოვანი ზედა ტანის ასოების გარჩევა შეუძლებელია. Ⴋხედ­რული ასო­ების 45%-ს კი წარმოადგენენ სწო­რედ ზედატანის ასო­ები.

Ⴄ. ი., ორ­თოგ­რა­ფიული მიზანი ვერ იქნა მიღ­წე­უ­ლი, და ამ ახლად გა­კე­თე­ბულ ასოებს ან საერთოდ არ ხმარობდნენ, ან იშ­ვი­ა­თად მხოლოდ სათა­უ­რებში. Ⴁოლოს და ბოლოს, ასეთი გა­უა­ზ­რე­ბელი ექს­პერიმენტების შე­და­გად და­ი­ნერგა უმთავრულო ტექსტის ხმარების წესი, რო­მელიც მე–20 სა­უ­კუნის განმავლობაში იქცა ერთადერთ მისაღებ წე­სად ქარ­თული წე­რი­სათ­ვის.

Ⴜინამდებარე წიგნის მთავრული ასოებით გამართვა ისახავს მიზნად ასომთავრულის სილამაზის წარმოჩენას და იმ დავიწყებული მშვენიერი წე­სის აღდგენას, რომლითაც ვსარგებლობდით მე-19 ს. 60-ან წლებამდე.

Ⴀსომთავრულის და ნუსხურის აღდგენის შედეგად ჩვენ მოგვეცემა საშუალება ყოველდღიურად ვიხმაროთ ეს ასოები მხედრულთან ერთად ისევე, როგორც ეს იყო ჩვენში წინა საუკუნეებში, და როგორც ეს არის დღეს ბერძნულ–ლათინურ სამყაროში.

Ⴀსომთავრულის ხმარება ქართულ წერაში მკვეთრად გააუმჯობესებს და­ბეჭდილი ტექსტის ხარისხს და მისცემს მძლავრ ბიძგს Ⴑაქართველოს ცხოვრების ყველა მხარის განვითარებას. Ⴕართული ნაბეჭდი ტექსტი კი თავის მოქნილობით და სრულყოფილობით გაუსწორდება ლათინურ ტექსტს.

Ⴕართული ლექსიკონი

 — არს ხმოვანი ასო, და­დე­ბუ­ლი თა­ვად ყოველთა ენა­თა ანბანსა შინა. Ⴕარ­თუ­ლად ასოსა ამას ზედა ქა­რაგ­მი­ანნი ლექსნი არიან ესე­ნი: ა~დ — არა­მედ; ა~ნ — ამინ.

Ⴀმას ასოსა ზედა არიან ორ­ნი მარ­ც­ვალ­ნი ზე­დ­და­დე­ბულნი ზმნათანი: აღ, აღ­მო; მდაბიურად: , ამო. Ⴅი­თარ: აღვალ, აღმოვალ; აღვსწერ, აღ­მოვსწერ. Ⴂინა: ავალ, ამოვალ; ავ­­წერ, ამოვსწერ, არამედ სა­ხელ­ზმნათა შინა უკეთუ იპოვ­ნე­ბის სხვა ღ, მაშინცა პირველი ღ სრუ­ლი­ად დაიტევების. Ⴋა­გალი­თად: აღე­ბა (აღვიღებ), აღელვება (აღ­ვა­ღე­ლვებ), ამაღლება (აღ­ვა­მაღ­ლებ) და არა აღღება, აღ­ღელ­ვე­ბა, ანუ აღ­მაღლება და სხ. Ⴉუ­ა­ლად ით­ქ­მის: აექჳნ, აუარებდით ნა­ცულად აღე­ქჳნ, აღუარებდით და სხ.

ბოლოდ სახელთა ხმარებული შეს­ცუ­ლის მათ:

1. Ⴋდედრობითად, ვითარ მეფე — მე­ფა, ჭაბუკი — ჭაბუკა, იგი — იგია და სხ.

2. Ⴉნინობითად, ანუ შეურაც­ხე­ბი­თად, უფრორე სათჳითოთა სა­ხელ­თა. Ⴋაგალითად: Ⴃავით სარ­და­ლი, Ⴑოლომონ მდი­ვან­ბე­გი, ანუ მდედრობითნი: Ⴇამარ მე­ფე, Ⴋა­რიამ ბატონისშვილი და სხ. Ⴀმათ შინა ასო ა უხამს არს, ხო­ლო Ⴃავითა მზარეული, Ⴑო­ლო­მო­ნა ხაბაზი, Ⴇამარა და­ლა­ლი, Ⴋარ­იამა მექათმე და სხ. Ⴀრი­ან კნი­ნობითნი. Ⴀმისგან ჰსჩანს, რა­ო­დენ უსაფუძველო არს ჰაზრი, რა­თა ასოჲთა გა­ნირ­ჩე­ო­დენ ნიადაგ მდედრობითნი სა­ხელ­ნი.

1. Ⴋდედრობითად, ვითარ მეფე — მე­ფა, ჭაბუკი — ჭაბუკა, იგი — იგია და სხ.

2. Ⴉნინობითად, ანუ შეურაც­ხე­ბი­თად, უფრორე სათჳითოთა სა­ხელ­თა. Ⴋაგალითად: Ⴃავით სარ­და­ლი, Ⴑოლომონ მდი­ვან­ბე­გი, ანუ მდედრობითნი: Ⴇამარ მე­ფე, Ⴋა­რიამ ბატონისშვილი და სხ. Ⴀმათ შინა ასო ა უხამს არს, ხო­ლო Ⴃავითა მზარეული, Ⴑო­ლო­მო­ნა ხაბაზი, Ⴇამარა და­ლა­ლი, Ⴋარ­იამა მექათმე და სხ. Ⴀრი­ან კნი­ნობითნი. Ⴀმისგან ჰსჩანს, რა­ო­დენ უსაფუძველო არს ჰაზრი, რა­თა ასოჲთა გა­ნირ­ჩე­ო­დენ ნიადაგ მდედრობითნი სა­ხელ­ნი.

3. Ⴐომელთამე რთულთა სახელთა ში­ნა ბოლოს ი შეიცულების ა-ზედ­ა. Ⴋაგალითად: გველთევზა, ძაღ­ლნიორა, ორცხობილა, ხა­რის­თუალა და სხ.

3. Ⴐომელთამე რთულთა სახელთა ში­ნა ბოლოს ი შეიცულების ა-ზედ­ა. Ⴋაგალითად: გველთევზა, ძაღ­ლნიორა, ორცხობილა, ხა­რის­თუალა და სხ.

Ⴀ? კითხჳთი მარცუალი, მდაბიურად ხომ? Ⴂიყუარმეა? Ⴅსჭამოა? Ⴅსუაა? და სხ.

შემოკლებული ზმნისაგან არს, სა­ხელ­თა და ზმნათა ბოლოს ხმა­რე­ბუ­ლი, უფრორე მდაბიურსა ში­ნა სა­უ­ბარსა, ვითარ სახლია, ქა­ლა­ქია ნა­ცულად სახლი არს, ქა­ლა­ქი არს; ანუ ცივია, თბილია ნა­ცუ­ლად ცივი არის, თბილი არის; კუ­ა­ლად ცივა, თბი­ლა ნაცულად სიც­ივე არის, სით­ბო არის; ეგ­რეთ­ვე: მოსულა, მომ­ზა­დებულა, გან­­რუ­ლებულა და სხ. ნა­ცულად მოს­რულ არს, მომზადებულ არს, გან­­რულებულ არს. Ⴀმის გამო ხმა­რე­ბულ არს ლექსი აობა ნა­ცუ­ლად არ­სება.

Ⴀბაზანა — სააბა­ნოვე დიდი ტას­ტი.

Ⴀბაზი — ოთხი შა­ური, ან 40 ფუ­ლი.

Ⴀბანაკება — აკა­რვება.

Ⴀბანო — სახლი დასაბანელი.

Ⴀბანოზი — ეკალ­მუხა.

Ⴀბბა — სირიუ­ლად მამა.

Ⴀბბატი —

Ⴀბბატობა —

Ⴀბგა — მახალიკი, პატარა ხურჯინი, უფრორე აბრეშუ­მისგან ნაქსოვი, უნაგირის წინა კეხზედ გარდასა­კიდი (ნახე Ⴅაშკარანი).

Ⴀბდარი — წყა­ლ­თა მნე, ზედა­მ­დე­გი მერ­წყულთა და მრეცხელთა უწ­მინ­დურ­თა ად­გილთათა.

Ⴀბებრება — კანის აბუ­რ­ცება, აშუ­პე­ბა დაწ­ვისაგან.

Ⴀბედი — გა­მო­ხა­რ­შული ხის სო­კო, მსწრაფლ მო­მ­ღები ცეცხ­ლი­სა.

Ⴀბეზარი — მოუსვენარი, დაუდეგარი, შფო­თი, თავისშემაწყენელი.

Ⴀბეზარს მოსვლა —

Ⴀბეკამაქი — ბალახების გამონახადი არა­ყი (კარაბადინში).

Ⴀბეჩხარი — ნავენახობი, გაოხ­რებუ­ლი ვე­ნახი.

Ⴀბეწულა — კარაბადინში.

Ⴀბზინდა — ნახე Ⴀფსინთი.

Ⴀბზინდა — თასმათა, ანუ ქსო­ვილ­თა რათ­მე შესაკრავი რკინის ბალ­თა, ეგ­რეთვე ფოლადისა, ვეც­ხლი­სა და სხ. საჩხულეტით ენი­თურთ.

Ⴀბი — ქაშთაჯი.

Ⴀბლაბუდა — ბუ­დე, გინა ქსელი დედა­ზარ­დლისა.

Ⴀბრა — ცოთი, გი­ნა საჭარბავი.

Ⴀბრაგანი — არე­კნება, ჩოგ­ნი­სა­გან ბურ­თის შეღ­მა აკუ­რა.

Ⴀბრაკი — წურწუმა ალთაფა (ნახე Ⴑარ­წ­ყულთან).

Ⴀბრამადი — ნაზირი (ნახე Ⴌა­ზი­რ­თან).

Ⴀბრამიანი — ღვინის ბოღლიწო, თა­ფ­ლი­თა ანუ შაქრით ზა­ვე­ბუ­ლი, ამას გა­აკეთებენ ახალ­წე­ლი­წადს და შე­ი­ნახ­ვენ ვიდრე წი­ნად­ღე­დმდე ნათ­ლის ღებისა და მაშინ მი­იღებენ.

Ⴀბრეშუმა — ჭინჭარს შეეხ­ვე­ვა ეს ბალახი.

Ⴀბრეშუმი — ჭიჭნაური.

Ⴀბურცება — აბებრება.

Ⴀბუტარაკი, აპუსტრაკი — შხა­მა ბა­ლა­ხი.

Ⴀბუჩი, აბუჩალაკი — და­უპა­ტი­ჟე­ბე­ლი და ძალადშევარდნილი სტუ­მარი, არა­ფრად მიჩნეული.

Ⴀბჯარი — ზოგადი სა­ხელი საჭუ­რ­ვე­ლ­თა და უფ­რო­რე ტანზედ სა­ც­მე­ლთა ჯა­ჭუ­თა და მისათა­ნა­თა ომ­სა ში­ნა სა­ხმა­რთა. Ⴑახენი ამი­ს­ნი იხი­ლენ ლექ­სთა თანა Ⴆუჩი და Ⴟავ­შანი.

Ⴀბჯროსანი — აბჯრით მოსილი, ჩაჩ­ნა­გირი.

Ⴀგარა — საზაფხულო სადგური.

Ⴀგარაკი — დაბა, ანუ სახნავი, გინა სა­ვე­ნახე ადგილი.

Ⴀგდება — (ავაგდებ) შეღმა შეს­რო­ლა // (ავიგდებ) განკიცხუა, გა­ქირ­დ­ვა.

Ⴀგება — (ავაგებ) აღგება, აშენება // აცმა, გა­ტა­რე­ბა ძაფისა ნემსის კურწში და მის­თა­ნა­ნი.

Ⴀგებულება — ცხოველთ შინაგანი შე­ნო­ბა, ანუ სტომაქი.

Ⴀგენნიტოს — აუგებელი, ანუ აუ­შო­ბე­ლი.

Ⴀგერ — აი, აჰა, ანუ აწის შემდეგი (ნახე Ⴄსერა).

Ⴀგვისტალი — ნახე Ⴀღვისტალი.

Ⴀგვისტო — ქველთობისა, ანუ მა­რია­ლი­სა (ნახე Ⴆოდიაქო).

Ⴀგორება — (ავაგორებ, ავგორდები) აღ­მართ­ში ატანა გორებით, ანუ ას­ლვა გორ­ვით.

Ⴀგრე — ეგრეთ.

Ⴀგრემც — მაინც, ანუ ნეტამც.

Ⴀგური — გამომწვარი ალიზი.

Ⴀდამანტი — ნახე Ⴀდამასი.

Ⴀდამანტისა —

Ⴀდამასი, ადამანტი — ალმასი.

Ⴀდამიანი — ადამის ტომი, ე.ი. კაცი.

Ⴀდგილი — სივრცე დასატევნელი, ანუ შე­ც­ვლილი რისგანმე, გინა [და­ჩ­ნე­უ­ლი], დაჩნეული — ად­გიდ, ადგილად, ად­გილს.

[Ⴀდგომა — (ავსდგები) სტოლიდამ ად­გეს, დარჩეს სტოლზე]

Ⴀდვილი — არა ძნელი, ან მარჯვე.

Ⴀდიდა — რკინის ფიცარი და­ხუ­რე­ტი­ლი გასაწევად მავთულთა.

Ⴀდლი — საზომი ხუთის ან ოთხის მტკა­ვ­ლის ოდენი.

[Ⴀდონაი] {ებრაულად უფალი}

Ⴀდრე — დანიად, მსწრაფლ, ანუ უწი­ნა­რეს ჟამისა.

Ⴀდრეული — ადრე შემოსული.

Ⴀდრინდელი — დიდის ხნისა.

Ⴀდუღება — (ავადუღებ) მდუღარედ შექ­მნა.

Ⴀედონი — იადონი, ბულბული, ვარ­დის ჩიტი.

Ⴀეშაგი — მსტოვარი.

Ⴀვადობა — უძლებობა, სნეულობა.

Ⴀვაზა — მომცრო ვეფხი (Ⴃა­რე­ჯა­ნი­ა­ნ­ში).

Ⴀვაზაკი — აშკარად მტაცებელი, მე­კობ­რე და მარბიელი.

Ⴀვაზანი — აუზი, ისარნები.

Ⴀვაჯა — ხმამომაღლოდ და გაუგ­რძე­ლე­ბლად გალობა, ღიღინი.

Ⴀვბედი — ავის ბედისა.

Ⴀვგარდანი — ლაპოტი, დიდი ჩამჩა.

Ⴀვგული — მრისხანე, ჯავრიანი.

Ⴀვდარი — ცუდი დარი, წვიმიანი ტა­რო­სი.

Ⴀვენა — ბოროტის მოუბარი.

Ⴀვეჯი, ავეჯულობა — სახლის ჭურ­ჭე­ლი და რაგინდარა სახმარი.

Ⴀვ-ზნე — ცუდის ზნისა.

Ⴀვთრათი — ბარათი (ნახე Ⴜე­რილ­თან).

Ⴀვი — არა კეთილი, ცუდი, უბადო.

Ⴀვილი — ნესტვი, სალამური.

Ⴀვი — მავნე მდაბიონი უხმობენ მინ­დუ­რის ალს.

Ⴀვკაცობა — ცუდი საქმე.

Ⴀვლი — ფერფლი, ნაცავი, ანუ ნაგავი.

Ⴀვლინი — სანაგვე.

Ⴀვმუცელი — მსუნაგი, გაუმაძღარი; ავ­მუცლობა, გაუმაძღრობა.

Ⴀვობა — სიცუდე.

Ⴀვპირი — ავენა.

Ⴀვჟანდა — უნაგირის უზან­გო // პა­იჭ­თა და შალგართა ფეხთა ქვეშე გა­მო­საკ­რავი ზორტი.

Ⴀვრიტი — ხის ხრალთაგან შეგ­რე­ხი­ლი თო­კი (ნახე Ⴑაბელთან).

Ⴀვსება — ნახე Ⴀღვსება.

Ⴀვშანი — მცენარებს გაჯიანთა და მლა­შეთა ადგილთა ზედა.

Ⴀვშარა — სილა, ქორაკი, ულაგმო აღ­ვი­რი.

Ⴀვშარაჯი — ხილთა, ანუ მხალთა წვე­ნი, შაქრით შემზადებული, სას­მე­ლად.

Ⴀვხანა — სანეშტე, ფეხის ადგილი.

Ⴀზავერი — ხარი საკიდარი (Ⴆრო­ხას­თან ნახე).

Ⴀზარმაცი — დიდი კეტი ასაწევი სიმ­ძი­მეთა (Ⴟოხთან ნახე).

Ⴀზარფეშა — ნოღართო, გრძელ­ტა­რი­ა­ნი სასმისი ვეცხლისა.

Ⴀზატი — თავისუფალი.

Ⴀზევა — (ავზევ) აწევა, მაღლა აზიდ­ვა.

Ⴀზიდვა — (ავზიდავ) იგივე აზევა // Ⴋაღლა ატანა მრა­ვალთა.

Ⴀზმნობა — ზმნობა უნდა (Ⴈქ ნახე).

Ⴀზნი — დიდგვარი, წარჩინებული.

Ⴀზნაური — თა­ვი­სუფალი // წარ­ჩი­ნე­ბული, უხუ­ცე­სი ანუ დიდე­ბუ­ლი // ხო­ლო აწ ჰნიშ­ნავს კე­თილ­შო­ბილ­სა.

Ⴀზნაურება — თა­ვი­სუფლება, არა­ვისი მო­ნება.

Ⴀზრი — იხილე ჰა­ზ­რი.

Ⴀზღუდი — ტანთსაცმელთა თეძოს თავს ქვემოთ ირიბად ჩაგდებული ნა­ჭერი.

Ⴀთაბაგი — არაბულად მამამთავარი, უმაღ­ლესი მთავარი შემდგომად მე­

...