Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი
Қосымшада ыңғайлырақҚосымшаны жүктеуге арналған QRRuStore · Samsung Galaxy Store
Huawei AppGallery · Xiaomi GetApps

кітабын онлайн тегін оқу  Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი

Ⴇანამედროვე Ⴂერმანია

Ⴊექსიკონი

Шрифты предоставлены компанией «ПараТайп»

Ⴀვტორ-შემდგენელი Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

Ⴜინამდებარე ლექსიკონი «Ⴇანამედროვე Ⴂერმანია» მოიცავს 2730 ტერ­მინს, რომლებიც ასახავენ ომისშემდგომი Ⴂერმანიის ცხოვრებას. Ⴂერ­მა­ნული ტერმინები განმარტებულია ქართულ ენაზე. Ⴑტატიების თემატიკა მრა­ვალფეროვანია: გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება, კულტურა, პოლიტიკური ცხოვ­რება, სახალხო და რელიგიური დღესასწაულები, გერმანული სამზარეულოს კერ­ძები და ა. შ.

Ⴜიგნი გამართულია მთავრული ასოებით, რომლებითაც იწყება წერტილის შემ­დეგ ახალი წინადადება და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები.

12+

ISBN 978-5-4490-1561-7

Создано в интеллектуальной издательской системе Ridero

Оглавление

  1. Ⴇანამედროვე Ⴂერმანია
  2. Ⴜინასიტყვაობა
  3. Ⴊექსიკონი
    1. A
    2. B
    3. C
    4. D
    5. E
    6. F
    7. G
    8. H
    9. I
    10. J
    11. K
    12. L
    13. M
    14. N
    15. O
    16. P
    17. Q
    18. R
    19. S
    20. T
    21. U
    22. V
    23. W
    24. Z
  4. Ⴕართული Ⴂერმანია
  5. Ⴘემოკლებანი
  6. Ⴒაბულების და ილუსტრაციების მაჩვენებელი
  7. Ⴊიტერატურა




Ⴜინასიტყვაობა

Ⴜინამდებარე ლექსიკონი «Ⴇანამედროვე Ⴂერმანია» მოიცავს 2730 ტერ­მინს, რომლებიც ასახავენ ომისშემდგომი Ⴂერმანიის ცხოვრებას. Ⴂერ­მა­ნული ტერმინები განმარტებულია ქართულ ენაზე. Ⴑტატიების თემატიკა მრა­ვალფეროვანია: გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება, კულტურა, პოლიტიკური ცხოვ­რება, სახალხო და რელიგიური დღესასწაულები, გერმანული სამზარეულოს კერ­ძები და ა. შ. Ⴊექსიკონის დანართში მოცემულია საინტერესო და სა­სარ­გებ­ლო ცნობები Ⴂერმანიაზე: ქვეყნის ომისშემდგომი ის­ტორიის უმნიშვნელოვანესი თა­რიღები, მანძილი ქალაქებს შორის, დიდი ქალა­ქების მოსახლეობის რა­ო­დე­ნო­ბა, ცნობები ფედერალურ მხარეებზე და მრავალი სხვა. Ⴜიგნის ბოლოში მოცე­მუ­ლია ტერმინების ანბანური მაჩვენებელი, ილუსტ­რაციების და გამოყენებული ლი­ტე­რატურის ნუსხები.

Ⴜიგნი გამართულია მთავრული ასოებით, რომლებითაც იწყება წერტილის შემ­დეგ ახალი წინადადება და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და მე–19 საუკუნის მე­ორე ნახევრამდე ფართოდ იყო ხმარებაში ქართულშიც  .

Ⴊექსიკონი

A

Aachen (Ⴀახენი) — ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ–Ⴅესტფალიის მხარეში; ადმინისტრაციული ოლქის ცენტრი; ბალნეოლოგიური კურორტი, სატ­რანსპორტო კვანძი, 243 ათასი მაცხოვრებელი; განვითარებულია ლი­თონდამამუშავებელი, ქიმიური და მსუბუქი მრეწველობა; შემორჩენილია Ⴉარლოს Ⴃიდის რეზიდენციის ნარჩენები სასახლის კაპელით (786–798 წწ.); ქალაქში ტარდებოდა Ⴂერმანიის იმპერატორების გვირგვინის დადგმა (936–1531 წწ.), მე–19–20 სს. კი ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენციები; ქალაქში არის Ⴎრესის საერთაშორისო მუზეუმი (Internationales Zeitungs­museum), Ⴉომპიუტერების მუზეუმი (Computer- museum).

Aachener Printe (Ⴀახენის თაფლის პური) — საშობაო ხორაგი: მოგრძო ფორმის თაფლის პური, უხვად შეკაზმული სუნელით.

Aalen VfR («Ⴀალენ ႴႰ») — Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴑამხრეთის» საფეხბურთო კლუბი.

ABC-Abwehrtruppe (ქიმიური თავ­დაცვის ნაწილები) — Ⴁუნდესვერის Ⴑახმელეთო Ⴟარების ნაწილები.

Abc-Schutze — პირველკლასელი.

Abendgymnasium (საღამოს გიმ­ნა­ზია) — სოზაგადსაგანმანათლებლო სკო­ლა, რომელიც იძლევა შე­საძ­ლებ­ლობას სამი–ექვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გიმნაზიო კურსის გამოცდების ჩა­ბა­რებას და უმაღლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩარიცხვის უფლების მო­პო­ვე­ბას.

Abendschule — საღამოს ზოგად­სა­გან­მანათლებლო სკოლა მომუშა­ვე­თათ­ვის.

Abgeordnetenhaus, Abgeordnetenkammer (დეპუტატების პა­ლა­ტა) — Ⴁერლინის პარლამენტის სა­ხელ­წო­დება; ახორციელებს საკა­ნონ­მდებ­ლო ხელისუფლებას; ირჩე­ვენ ოთხი წლით.

Abitur — გამოსაშვები გამოცდები სა­შუალო სკოლაში, რომლის წარ­მა­ტე­ბული ჩაბარება იძლევა უმაღლეს სას­წავლებელში სწავლის გაგრძელე­ბის უფლებას.

Abteiberg (Ⴀბტაჲბერგი) — სახ­ვი­თი ხელოვნების მუზეუმი ქ. Ⴋჲონხენ­გლად­ბ­ახში (Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ–Ⴅესტ­ფალიის მხარე); შეიცავს ავან­გარ­დის მდიდარ კოლექციას.

Ackerbürger (მოქალაქე-მიწათმოქ­მედი) — პატარა ქალაქში მიწათ­მოქ­მედებით დასაქმებული მოქა­ლაქე.

ADAC («ႠႣეႠႺე») — Ⴑრულიადგერმანული საავტომობილო კლუბი.

ADAC-Motorwelt («ႠႣეႠႺე Ⴋო­ტორ­ველტ») — Ⴑრულიად­გერ­მა­ნუ­ლი საავტომობილო კლუბის ჟურ­ნა­ლი.

Adam Opel AG («Ⴀდამ Ⴍპელ ႠႢ») — 1862 წ. Ⴀ. Ⴍპელის მიერ ქ. Ⴐჲუ­სელ­ჰაჲმში დაარსებული საკერი მან­ქა­ნე­ბის და ველოსიპედების წარ­მო­ების ფირმა; 1899 წლიდან — სა­ავ­ტო­მო­ბილო კონცერნი; 1929 წლი­დან ეკუ­თვნის ამერიკულ კორ­პო­რა­ცია

...