автордың кітабын онлайн тегін оқу Ⴎირველნაბეჭდი ქართული წიგნები
Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე
Ⴎირველნაბეჭდი ქართული წიგნები
Шрифты предоставлены компанией «ПараТайп»
© Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე, 2018
Ⴜიგნში ნაჩვენებია ადრეული ქართული სასტამბო შრიფტები
და მათი შემქმნელების ვინაობა, განხილულია 1629—1818 წწ. გამოცემული ძველნაბეჭდი ქართული წიგნები. Ⴜიგნი მოიცავს 241 ილუსტრაციას და 10 ტაბულას. Ⴂამოყენებული ლიტერატურის სია შესდგება 151 დასახელებისაგან. Ⴒექსტი გამართულია მთავრული ასოებით, რომლებითაც იწყება წერტილის შემდეგ ახალი წინადადება და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და ქართულშიც ფართოდ იყო ხმარებაში მე–19 საუკუნის მეორე ნახევრამდე.
12+
ISBN 978-5-4490-2371-1
Создано в интеллектуальной издательской системе Ridero
Оглавление
- Ⴎირველნაბეჭდი ქართული წიგნები
- Ⴜინასიტყვაობა
- Ⴀდრეული სასტამბო შრიფტები
- Ⴐომში გამოცემული წიგნები (1629–1797 წწ.)
- Ⴀრჩილის მიერ Ⴋოსკოვში გამოცემული «Ⴃავითნი» (1705 წ.)
- Ⴒფილისში Ⴅახტანგის სტამბაში გამოცემული წიგნები (1709—1722 წწ.)
- Ⴑახარება. Ⴒფილისი. 1709
- Ⴃავითნი. Ⴒფილისი. 1709
- Ⴑამოციქულო. Ⴒფილისი. 1709
- Ⴁიბლია. Ⴜიგნი Ⴜინასწარმეტყველთა და Ⴑახარება. Ⴒფილისი, 1709
- Ⴉონდაკი. Ⴒფილისი. 1710
- Ⴊოცვანი. Ⴒფილისი. 1710
- Ⴏამნი. Ⴒფილისი, 1710
- Ⴂერმანე Ⴋღვდელ–მონაზონი. Ⴑწავლა თუ ვითარ მართებს მოძღვარსა სწავლება მოწაფისა. Ⴒფილისი. 1711
- Ⴃავითნი. Ⴒფილისი. 1711
- Ⴃავითნი. Ⴒფილისი. 1712
- Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒფილისი. 1712
- Ⴉურთხევანი. Ⴒფილისი. 1713
- Ⴃავითნი. Ⴒფილისი. 1716
- Ⴏამნი. Ⴒფილისი. 1717
- Ⴎარაკლიტონი. Ⴒფილისი. 1720
- Ⴕმნულების ცოდნის წიგნი. Ⴀიათი. Ⴒფილისი. 1721
- Ⴏამნი. Ⴒფილისი. 1722
- Ⴒფილისში Ⴄრეკლეს სტამბაში გამოცემული წიგნები (1749—1800 წწ.)
- Ⴃავითნი. 1749
- Ⴀნტონ I. Ⴕადაგება. 1751
- Ⴉონდაკი. 1751
- Ⴉურთხევანი. 1764
- Ⴄპისკოპოსთა მიმართ. 1768
- Ⴎარაკლიტიკონი. 1772
- Ⴍჰანესიანი, Ⴎოღოს. Ⴘესხმა პირველი ახლისა ამის წიგნთსაბეჭდავისათვის. 1782
- Ⴉონდაკი. 1783
- Ⴉიტაიის სიბრძნე ანუ …. 1784
- Ⴉურთხევანი. 1784
- Ⴊოცვანი. 1784
- Ⴑახარება. 1786
- Ⴆატიკი. 1788
- Ⴉუჱრექსი ძლევისათჳს …. 1788
- Ⴃავითნი. [1783–1788]
- Ⴃავითნი. 1790
- Ⴃაუჯდომელი. 1790
- Ⴏამნი. 1791
- Ⴑამოციქულო. 1791
- Ⴑახარება. 1791
- Ⴉონდაკი. 1793
- Ⴋარხვანი. 1793
- Ⴋცირე ლოცვანი. 1793
- Ⴉურთხევანი. 1794
- Ⴃავით Ⴁაგრატიონი. Ⴌარკუჱვი. 1800
- Ⴃაუჯდომელიი. 1800
- Ⴈმერეთის სტამბებში გამოცემული წიგნები (1800—1818 წწ.)
- Ⴑახარება ვნების Ⴉვირიაკისა. Ⴕუთაისი. 1803
- Ⴉურთხევანი. Ⴕუთაისი. 1803
- Ⴃავითნი. Ⴕუთაისი. 1807
- Ⴏამნი. Ⴕუთაისი. 1808
- Ⴊოცვანი. Ⴕუთაისი. 1810
- Ⴑავედრებელი Ⴖვთის Ⴋშობლისა. Ⴜესი. 1809
- Ⴂამოკრებილი სადღესასწაულო. Ⴜესი. 1811
- Ⴑახარება. Ⴑაჩხერე. 1817
- Ⴑახარება Ⴋატთესი. Ⴑაჩხერე. [1818]
- Ⴋოსკოვსა და Ⴎეტერბურგში გამოცემული წიგნები (1737–1744 წწ.)
- Ⴆატიკი. Ⴋოსკოვი. 1738
- Ⴎირველი სასწავლო ყრმათათვის. Ⴋოსკოვი. 1739
- Ⴋარხვანი. Ⴋოსკოვი. 1741
- Ⴁიბლია: Ⴛველი და Ⴀხალი Ⴀღთქმა. Ⴋოსკოვი, 1743. Ⴁაქარ Ⴁატონიშვილის გამოცემა
- Ⴎეტერბურგში (1761 წ.), Ⴋოსკოვში (1762–1768 წწ.) და Ⴋოზდოკში (1796–1801 წწ.) გამოცემული წიგნები
- Ⴋისალმება Ⴇეიმურაზ II-სადმი. Ⴎეტერბურგი, 1762
- Ⴃაუჯდომელი. 1762
- Ⴊოცვანი. 1768
- Ⴊოცვანი. 1768
- Ⴂაიოზი. Ⴀნბანი. Ⴊოცვანი. Ⴋოკლე საქრისტიანო სწავლა. Ⴋოზდოკი, 1797
- Ⴂანწესება შინაგანისა Ⴑაქართველოჲსა მართვისა. Ⴋოზდოკი, 1801
- Ⴜიგნების ზოგადი მაჩვენებლები
- Ⴜიგნების გამოცემის ადგილის მაჩვენებელი
- Ⴐომი
- Ⴇბილისი
- Ⴕუთაისი
- Ⴜესი
- Ⴑაჩხერე
- Ⴎეტერბურგი
- Ⴋოსკოვი
- Ⴋოზდოკი
- Ⴜიგნების გამოცემის ქრონოლოგიური მაჩვენებელი
- Ⴜიგნების შრიფტების მაჩვენებელი
- Ⴋთავრულ / Ⴌუსხური
- Ⴋთავრულ / Ⴌუსხური/ Ⴋხედრული
- Ⴋთავრულ / Ⴋხედრული
- Ⴜიგნების ანბანური მაჩვენებელი
- Ⴜიგნების რაოდენობრივი მაჩვენებლები
- Ⴊიტერატურა
Ⴜინასიტყვაობა
Ⴜიგნში ნაჩვენებია ადრეული ქართული სასტამბო შრიფტები და მათი შემქმნელების ვინაობა, განხილულია 1629—1818 წწ. გამოცემული ძველნაბეჭდი ქართული წიგნები. Ⴜიგნი მოიცავს 241 ილუსტრაციას და 10 ტაბულას. Ⴂამოყენებული ლიტერატურის სია შესდგება 151 დასახელებისაგან.
Ⴒექსტი გამართულია მთავრული ასოებით, რომლებითაც იწყება წერტილის შემდეგ ახალი წინადადება და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და ქართულშიც ფართოდ იყო ხმარებაში მე–19 საუკუნის მეორე ნახევრამდე.
Ⴀდრეული სასტამბო შრიფტები
1628 წელს Ⴐომში Ⴑტეფანო Ⴎაოლინისა და Ⴌიკიფორე Ⴈრბახის (Ⴌიკოლოზ Ⴈრუბაქიძე-Ⴙოლოყაშვილის) მიერ დამზადდა პირველი ქართული სასტამბო შრიფტი, რომლითაც 1629 წელს დაიბეჭდა «Ⴕართულ-იტალიური ლექსიკონი» და «Ⴕართული ანბანი ლოცვებითურთ».
1643 წელს Ⴐომში ამავე შრიფტით დაიბეჭდა Ⴔრანცისკო-Ⴋარია Ⴋაჯიოს «Ⴕართული გრამატიკა». Ⴔ.-Ⴋ. Ⴋაჯიო შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდა Ⴑაქართველოში Ⴐომის Ⴎაპის დავალებით ქართული ენის, დამწერლობის და გრამატიკის შესასწავლად. Ⴀმ წიგნის მეორე გამოცემა გამოვიდა 1670 წ.
Ⴔრანცისკო-Ⴋარია Ⴋაჯიო. «Ⴕართული გრამატიკა». Ⴐომი, 1670 წ.
Ⴋე-17 ს. 80-ან წლებში მეფე Ⴀრჩილ II უკავშირდება Ⴀმსტერდამის ბურგომისტრს Ⴌიკოლა Ⴅიტცენს და შვედ მეცნიერს, დიპლომატ Ⴈოჰან Ⴘპარვენგელფერდს, ხოლო მათი მეშვეობით Ⴀმსტერდამში მოღვაწე სახელგანთქმულ ასოთმქანდაკებელს Ⴋიკლოშ Ⴒოტფალუშ Ⴉიშს, რომელსაც დაავალა ქართული სასტამბო შრიფტის დამზადება.
Ⴀრჩილის მიერ შედგენილი ქართული ასოების ნიმუშების გამოყენებით 1687 წელს Ⴋიკლოშ Ⴉიშმა ჩამოასხა ახალი ქართული შრიფტი, რომელიც შეიცავდა ასომთავრულ, ნუსხურ და მხედრულ ასოებს. Ⴀმ შრიფტით 1705 წ. Ⴋოსკოვში აიწყო და დაიბეჭდა «Ⴃავითნი».
Ⴋე-18 ს. დასაწყისში Ⴅახტანგ VI Ⴅლახეთიდან მოიწვია მესტამბე Ⴋიხაელ Ⴈშტვანოვიჩი (Ⴋიხაილ Ⴅალახი, ცნობილი ქართველი მოღვაწის Ⴀნთიმოზ Ⴈვერიელის მოწაფე). Ⴇბილისში Ⴋტკვრის პირას, თავისი სასახლის ახლოს, მოაწყო სტამბა და შეუდგა წიგნების გამოცემას. Ⴀმ სტამბაში 1709 წ. დამზადდა Ⴑაქართველოში პირველი ნაბეჭდი წიგნი «Ⴑახარება». Ⴀმავე წელს გამოიცა «Ⴃავითნი» და «Ⴑამოციქულო». Ⴄს წიგნები დაიბეჭდა Ⴋიხაელ Ⴈშტვანოვიჩის (Ⴑტეფანიშვილის) მიერვე დამზადებული შრიფტით. 1712 წ. კი განხორციელდა «Ⴅეფხისტყაოსანის» პირველი გამოცემა.
